ესპანურმა გამანადგურებელმა F-18-მა კვირას, 16 აგვისტოს, ნატოს დავალებით მოქმედებისას, რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკანონოდ შეიჭრა.
ეს მიმდინარე წელს რუმინეთის თავზე ჩამოგდებული უკვე მეოთხე დრონია. რადარებმა აპარატის დაფიქსირება მას შემდეგ შეძლეს, რაც ის რუმინეთის საჰაერო სივრცეში მეზობელი მოლდოვიდან შეფრინდა.
დრონის წარმომავლობის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ გავრცელებია. უპილოტო აპარატის ნამსხვრევები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
Tonight, another drone entered Romanian national airspace without authorization and was shot down.
At 04:44, the target was detected entering Romanian national airspace, 24 km north of Galați. At that moment, two Spanish F-18 fighter jets, which had already been scrambled as a…
— Radu Miruta (@RaduMiruta) August 16, 2026
netgazeti