კობახიძემ მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

3 months ago 11

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს – მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.

დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა,” – ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

სრულად წაკითხვა