კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

3 months ago 42

გადაწყვეტილება დღეს, 2025 წლის 16 აპრილს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

კესარია აბრამიძის ცხედარი 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში ავთანდილის ქუჩა N8-ში საკუთარ ბინაში იპოვეს. ის 36 წლის იყო.

სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი დანით არაერთი ჭრილობის მიყენების შედეგად სისხლისგან დაიცალა.

26 წლის ბექა ჯაიანი მომხდარიდან 6 საათში ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.

პროკურატურა ამბობს, რომ ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

ინფორმაცია განახლდება

სრულად წაკითხვა