ისრაელის დარტყმებისას ღაზაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, ცეცხლის შეწყვეტის ახალი მცდელობის პროგრესის ფონზე

1 day ago 18

ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 30 ივლისს სულ მცირე, ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა, განაცხადეს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც შუამავლებმა ჰამასის ლიდერებთან ახალი მოლაპარაკებები გამართეს აშშ-ს შუამავლობით შემუშავებული ღაზას სამშვიდობო გეგმის სრულად განხორციელების მიზნით.

ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) წარმომადგენელმა და კაიროსთან დაახლოებულმა დიპლომატმა შუამავლებთან მოლაპარაკებების დროს განაცხადეს, რომ დისკუსია „პოზიტიური“ იყო და „პროგრესს აღწევს“. ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ მიღწეული პროგრესი იმით იქნება შემოწმებული, მიიღებს თუ არა ისრაელი მას ფართო შეთანხმების მისაღწევად.

მანვე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წინსვლაა საგზაო რუკისკენ, რომელიც ღაზიდან ყველა მძიმე და მსუბუქი იარაღის გატანას ითვალისწინებს.

Reuters-ის სააგენტო იმოწმებს მედიკოსებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ანკლავის სამხრეთით მდებარე ხან იუნისში, კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი მამაკაცი და რვა წლის გოგონა დაიღუპა.

ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად სახლს 18 თვის ბავშვი ემსხვერპლა და სულ მცირე რვა ადამიანი დაიჭრა, განაცხადეს მედიკოსებმა.

ისრაელის კიდევ ერთი დარტყმის სამიზნე პალესტინელი კაცი იყო, რომელიც ღაზის ქალაქში იძულებით გადაადგილებული ოჯახების კარვების ბანაკთან ახლოს მოძრაობდა. ამ დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 დაიჭრა.

ისრაელის სამხედროებმა დამატებითი დეტალების გარეშე განაცხადეს, რომ დარტყმების სამიზნე ჰამასის მებრძოლები იყვნენ,

ღაზას ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვს რიცხვი 1200-ს გასცდა.
ჰამასი, როგორც წესი, თავის დანაკარგებს არ ამხელს.


ზავმა შეაჩერა სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ისრაელის თითქმის ყოველდღიური დარტყმები არ დასრულებულა.

მას შემდეგ, ღაზაში მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.

კაიროში ჰამასის ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლებთან ღაზის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისეული გეგმის მეორე ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით.

გეგმა ითვალისწინებდა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, პალესტინის სამოქალაქო ადმინისტრაციის მმართველობას, ჰამასის განიარაღებას, ისრაელის ძალების ღაზიდან გაყვანას და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საერთაშორისო ძალების განლაგებას.

ღაზის თითქმის 2 მილიონი მცხოვრები ამჟამად სანაპიროზე, ძირითადად დროებით კარვებში ან დაზიანებულ შენობებში და მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს ჰამასის კონტროლის ქვეშ.

სრულად წაკითხვა