ისრაელის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა

1 month ago 54

დღეს, 13 ივნისს ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ირანზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“. ნეთანიაჰუს თანახმად, სამიზნე იყო ურანის გამდიდრების მთავარი ობიექტი ქალაქ ნათანზში. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაარტყეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრსაც.

ნეთანიაჰუს თანახმად, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ირანისგან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევს გამო ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა.

სრულად წაკითხვა