„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებისთვის ძებნილი რუსთავში დააკავეს

1 week ago 15

რუსთავში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ინტერპოლის ცირკულარით ეძებდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების გამო. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია „გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, რომელიც ქვეყნის მიერ ძებნილი კაცი დააკავეს რუსთავში ან როგორ მოახერხა მან საქართველოში შემოსვლა.

სრულად წაკითხვა