ის არის გამყიდველი, რომელიც აპირებდა ჩემს მკვლელობას – მეუფე საუბრობს უშიშროების თანამშრომელზე (ვიდეო)

1 month ago 4

წაკითხვა: 156

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი მის მკვლელობას გეგმავდა და საფრთხე დღესაც ემუქრება.

ამის შესახებ ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა. მან ასევე ამხილა  ეპარქიის მონაზონიც, რომელიც, მისივე თქმით, იყო გადაბირებული უშიშროების მაღალჩინოსნის მიერ და მასზე ინფორმაციას აგროვებდა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა.

გიორგი ჯამდელიანის საჯარო განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა