”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

11 hours ago 2

9 მაისი, 19:00 – ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ!
75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა აირჩია. ევროპის დღე არის შესაძლებლობა, რომ აღვნიშნოთ ევროპის მახასიათებელი ღირებულებები – მშვიდობა, ერთიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა.
საუკუნეების განმავლობაში ქართველები ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით და დღესაც, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ერთად ვდგავართ. სწორედ ამ ბრძოლით მოვიპოვეთ ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.
ჩვენ გვახსოვს ირაკლი კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ გვახსოვს რუსული რეჟიმის სინდისის პატიმრები. ჩვენ გვახსოვს წართმეული არჩევანი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ისევ ვიკრიბებით 9 მაისს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობი წინ, ვითხოვთ ტყვეების გათავისუფლებას და ვაჩვენებთ ჩვენს ერთობას, ჩვენს ქართველობასა და ევროპელობას.
#წინევროპისკენ
#შინერვოპისკენ
#წიმიევროპაშა
#იროწიმიევროპაშა

ნათქვამია ”სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” მიერ გავრცელებულ მიმართვაში

სრულად წაკითხვა