
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 26 სექტემბერს ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ეს მათი მეოთხე შეხვედრაა 2024 წლის დეკემბრიდან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ივლისში დაამყარეს.
This post is also available in: English
Read Next
25/09/2025 - 13:22
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
20/09/2025 - 14:58
ივანიშვილმა და კობახიძემ თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს უმასპინძლებს
08/09/2025 - 16:08
„ქართული ოცნების“ მთავრობის სხდომაზე კობახიძე ეკონომიკისა და დანაშაულის საკითხებში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს
06/09/2025 - 13:43
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირი ბოლო მომენტში ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია
12/08/2025 - 11:30
„ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მერობის 63 კანდიდატი დაასახელა
11/08/2025 - 15:40