შსს 4 ოქტომბრის არეულობებთან დაკავშირებული დაკავებების რაოდენობის ზრდაზე მიანიშნებს

2 hours ago 2
Presidential palace on Tbilisi's Atoneli Square following October 4 tensions. Photo: Nini Gabritchidze/Civil.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის არეულობებთან დაკავშირებული დაკავებების რაოდენობის ზრდაზე მიანიშნა და გააფრთხილა, რომ „მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას“.

შსს-მ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში „მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად“.

„მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა სამინისტრომ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა