„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები“ - ნათქვამია პრეს-რელიზში.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
მანამდე, ამავე ფორუმის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ბოლო სამ თვეში მეორედ შეხვდა აზერბაიჯანის ავტორიტარ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, - ერთ-ერთს იმ ლიდერთაგან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.