ინდოეთის დასავლეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო „ბოინგმა“.
ადგილობრივი მედიის წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში, რომელიც ლონდონის რეისს ასრულებდა, 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი კვამლი. კატასტროფის რაიონში მაშველები მუშაობენ.
ინფორმაცია განახლდება.