ილჰამ ალიევი ჩინეთს ეწვია

3 months ago 14

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 22 აპრილს ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ეწვია. ვიზიტი, რომელიც დღეს, 22 აპრილს დაიწყო, 24 აპრილამდე გასტანს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ილჰამ ალიევისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა, ასევე, შეხვედრები სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან.

აზერბაიჯანული სამთავრობო მედიის ცნობით, 22 აპრილს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ენერგეტიკის სფეროში. ჯერჯერობით დეტალები უცნობია.

ვიზიტის წინა დღეს ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ში გამოქვეყნდა პრეზიდენტ ალიევთან ინტერვიუ, რომელშიც ალიევი ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო კავშირებსა და „საერთო ღირებულებებზე“ საუბრობს.

ალიევის განცხადებით, 2024 წლის ივლისში „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაფორმების შემდეგ ბაქოსა და პეკინს შორის ურთიერთობები „ისტორიულ ფაზაში“ გადავიდა.

ალიევის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 20.7%-ით გაიზარდა და 3.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მან ხაზი გაუსვა „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ მნიშვნელობას და თქვა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ინიციატივას.

ეს ვიზიტი აპრილის დასაწყისში დაანონსდა, როდესაც ბაქოს ეწვია და ალიევს შეხვდა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრი ლიუ ძინჩაუ.

სრულად წაკითხვა