სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა იაპონიაში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. დაღუპულთა რიცხვი 29 ივლისს გამოაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიტიმ.
დაშავებულია ათეულობით ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
მიწისძვრა 28 ივლისს საღამოს მოხდა. ეპიცენტრი იყო იაპონიის სამხრეთში, კუნძულ კიუსიუს ქალაქ კუმამოტოსთან.
დანგრეულია სავაჭრო ცენტრი. დაზიანებულია შენობები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. კუმამოტოში ევაკუირებულია 10 ათასამდე ადამიანი. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 37 ათასამდე სახლს.

2 days ago
28







English (US) ·
Georgian (GE) ·