იანვარში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის იოსებ გორგაძე გარდაიცვალა.
ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. ახლობლების თქმით, ეს ბადრაგის წევრმა ციხის თანამშრომლებმა გააკეთეს.
ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ამ ფაქტზე გამოძიება, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს.
დღესვე გაავრცელა განცხადება სახალხო დამცველმაც.
რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.