თურქი ვარსკვლავებს ჰალიტ ერგენჩს 1 წლით, 10 თვით, ხოლო რიზა კოჯაოღლუს - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

2 months ago 22

თურქი მსახიობები ჰალიტ ერგენჩი და რიზა კოჯაოღლუ, „ცრუ ჩვენების“ ბრალდებით გაასამართლეს. ჰალიტ ერგენჩს 1 წლით, 10 თვით და 15 დღით, ხოლო რიზა კოჯაოღლუს - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი გამოიტანეს საქმეზე, სადაც ID Communications-ის მფლობელის, მენეჯერის, აიშე ბარიმის წინააღმდეგ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მსახიობების მოწმეებად დაიკითხვისას მათ ცრუ ჩვენება მისცეს.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება გადადო.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე პროკურატურისთვის გადაეცა თავისი დასკვნის მოსამზადებლად და სხდომა პარასკევამდე, 23 მაისამდე გადადო.

წყარო: ​palitravideo.ge/​​​

სრულად წაკითხვა