ყაზახმა ბიზნესმენმა თურსენგალი ალაგუზოვმა სოციალური ქსელის პლატფორმაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე მისი საყვარელი გუნდი, ალმაათის "კაირატი", მადრიდის "რეალს" დაამარცხებს, თითოეულ ფეხბურთელს ავტომანქანით დაასაჩუქრებს.
ალაგუზოვმა აღნიშნა: „როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ჩემი დაბადების დღის წინ გპირდებით – თუ გუნდი გაიმარჯვებს, ყველა მოთამაშეს მანქანას ვაჩუქებ. ალმაათი არის მსოფლიო დედაქალაქი, ხოლო ‘კაირატი’ – ჩემპიონი!“
Forbes-ის მონაცემებით, ალაგუზოვი ყაზახეთის ყველაზე შეძლებულ ადამიანებს შორის 61-ე ადგილზეა, მისი ქონება კი 130 მილიონ დოლარს აღემატება.
შეგახსენებთ, რომ "კაირატის" რიგებში ქართველი ფეხბურთელი გიორგი ზარია თამაშობს. მატჩი "კაირატის" და მადრიდის "რეალის" შორის 30 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება.