თუ მშობელი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება მექანიზმები – მიქანაზე

1 hour ago 2

05.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

გივი მიქანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს სკოლის ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.

მან მშობლებს შეახსენა, რომ ბავშვის სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს.

მიქანაძის თქმით, საზოგადოებაში არიან ადამიანები, „ძალიან მცირე კონტინგენტი“, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. მიქანაძე ფიქრობს, რომ „ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს“.

„როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ – აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო.

აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს“, – ამბობს მიქანაძე.


საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება 2026-2027 წლიდან. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

განისაზღვრა ბავშვების 6 კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ. იხილეთ ასევე:

სრულად წაკითხვა