თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა „რეალური სივრცის“ კიდევ ერთ თანამშრომელს

4 months ago 35

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა გადაცემა „რეალური სივრცის“ რედაქტორს ტუხა კვინიკაძეს. მასაც ედავებიან მაუწყებლის „სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“.

დისციპლინური სანქციის შესახებ ბრძანება დღეს, 17 აპრილს გამოიცა.

„გაფრთხილებულ იქნეს ტუხა კვინინაძე დისციპლინური სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში მისი სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც „რეალური სივრცის“ თანამშრომელი თავადვე ავრცელებს.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა