„პირველ რიგში, იბრძვი საკუთარი უფლებებისთვის და შემდეგ - სხვისთვის... აუცილებელია, რომ გადავლახოთ შიშები... კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფა არ არის ჩემი კულტურული ფასეულობა, მაგრამ როდესაც ისინი ცდილობენ ჩვენ შეშინებას, ეს არის ფორმა შიშს არ დაემორჩილო. ბიძინას [ივანიშვილის] შეურაცხყოფა ჩემი თვითმიზანი არ არის“, - თქვა ნოდარ წიწრიაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე.
გუშინ, 26 ივლისს პოლიციამ დედაქალაქის საკრებულოსთან დააკავა თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში ეჭირა ნოდარ წიწრიაშვილის მსგავსი პლაკატი. მას სოლიდარობა გამოუცხადა 10-მდე ადამიანმა, რომელიც პოლიციამ მალევე დააკავა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს წვრილმან ხულიგობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობას ედავებიან - რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია:
„საჯარო სივრცეში ეკავათ შეურაცხმყოფელი ბანერები. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს - არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს“.

1 hour ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·