თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალი ავტობუსები შეცვლილი ადგილებიდან გავლენ

2 months ago 9

დედაქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსები შეცვლილი ადგილებიდან გავლენ. როგორც კომპანიები „ჯორჯიან ბასი“ და „ომნიბუს ექსპრესი“ განმარტავენ, 10 ივნისიდან ამოქმედდება ახალი წესი, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო.

  • Georgian Bus („ჯორჯიან ბასი“) - თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსი თავისუფლების მოედნის ნაცვლად „თბილისი ცენტრალიდან“ (ე.წ. რკინიგზის ავტოსადგურიდან) გავლენ;
  • Omnibus Express-ის („ომნიბუს ექსპრესი“) ავტობუსები კი ელბაქიძის აღმართის ნაცვლად ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან (მე-4 ბაქანი).

ქუთაისის აეროპორტისკენ, საიდანაც დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს, დედაქალაქიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ აეროპორტიდან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებსა და სხვა ქალაქებში არაერთი ფრენა სრულდება.

სრულად წაკითხვა