“თანდათან გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრი კიევიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს” – გია ხუხაშვილი

1 day ago 4

გეოპოლიტიკური ცენტრის აშშ-ში გადანაცვლებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

ფაქტიურად გარდაუვალი ხდება აშშ-ში დემოკრატიულ სისტემასა და ტრამპს შორის სერიოზული კონფლიქტი.

ანუ, თანდათან გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრი კიევიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს.

ეს ისედაც პროგნოზირებადი იყო და კონგრესში უკვე გაჩნდა ტრამპის გაკოჭვის პირველი სიმპტომები.

ტრამპმა მოახერხა ამერიკელების მსოფლმხედველობაში გარკვეული კორექტივების შეტანა და ამიტომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი. თუმცა ვფიქრობ, სისტემა საკმარისად მდგრადია იმისათვის, რომ ნებისმიერი ანომალია მოინელოს“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა