თაკო ჩარკვიანი: “რევოლუცია ხალხის უფლება და მონაპოვარია”

1 day ago 2

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და მწვავე შეფასებებს აკეთებს:

მითხარით გზა, რანაირად უნდა მიეშველო სადისტურად დასჯილ ამ ორ ადამიანს, მაგალითად – მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს (მაგალითისთვის ესენი მოვიყვანე ცხადია ყველა პოლიტპატიმარს ვგულისხობ უკლებლივ).

ჩემი აზრი იცით – ვფიქრობ, მხოლოდ ხალხისთვის მონიჭებული უფლების – ჯანყის უფლებაა – რევოლუციაა.

მე ხელისუფლების ცვლილების გარდა სხვა გზა არ ვიცი! აი ამ ფონზე არჩევნებში შეყოლა, მაშინ როცა სასამართლო პროკურატურა “ჯიბეში” ჰყავს “ხელისუფლებას” და სამართალი აღარ არსებობს, აი ამ ფონზე, რასაც ხაზარაძე-გახარია გვთავაზობს (ახლა რომ ვაშინგტონში სასამართლო წააგო ანაკლიის პროექტზე – 200 მილიონზე, აი ის ხაზარაძე და თვალების დამთხრელი გახარია რასაც გვთავაზობს) დიდი სირცხვილი და ამათი მორიგი “პოლიტთაღლითობაა”.

რევოლუცია ხალხის უფლება და მონაპოვარია. მშვიდობიანი რევოლუციის მაგალითი 2003 გვქონდა უკვე, არც თოფი გავარდნილა და არც ვინმე დაშავებულა!

ეს არის სიმართლე და გზა!✌️
მზია ამაღლობელი✌️
ნინო დათაშვილი✌️” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა