ზიდანის შვილი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს

2 weeks ago 11

BBC-ის ცნობით, ზინედინ ზიდანის ვაჟი, „გრანადას“ 27 წლის მეკარე ლუკა ზიდანი, ალჟირის ეროვნული ნაკრების რიგებში იასპარეზებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე შეატყობინა მას, რომ ეროვნული გუნდის კანდიდატად განიხილება. როგორც ვარაუდობენ, ლუკა ოქტომბერში სომალისა და უგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

ზინედინ ზიდანი წარმოშობით ალჟირელია, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავდა და ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად იქცა. მისმა შვილმა საფრანგეთის ახალგაზრდულ გუნდებშიც ითამაშა – 16- და 20-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა ეროვნულ დონეზე საბოლოოდ ალჟირის მაისურს მოირგებს.

სრულად წაკითხვა