ზელენსკი: მშვიდობის აუცილებლობა პუტინის გარემოცვასაც ესმის

1 hour ago 5

უკრაინაში ომის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში შემავალი პირებიც - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 10 ივლისის საღამოს გავრცელებულ გამოსვლაში.

"იქ ესმით რაც ხდება, და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ომის გაჭიანურების შემთხვევაში მშვიდობის აუცილებლობის შესახებ მოსაზრება რუსეთში კიდევ უფრო გამყარდება, უკრაინის ძალების მიერ შორ რადიუსზე მიტანილი დარტყმების და ბენზინის კრიზისის ფონზე - რასაც ზელენსკიმ უწოდა სამართლიანი პასუხი პუტინის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონაზე.

ამავე გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეიქმნება დანაყოფი, რომელიც რუსეთზე შორი რადიუსის დარტყმებზე იქნება პასუხისმგებელი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ დანაყოფმა არსებული რესურსები სრულად უნდა მოახმაროს "რუსეთის საომარი პოტენციალის კიდევ უფრო არსობრივ შემცირებას".

ივნისში, უკრაინის სამხედროების მიერ მოსკოვზე მიტანილი დარტყმების კომენტირებისას ზელენსკი აღნიშნავდა, რომ რუსეთის მოქალაქეები ბოლოს და ბოლოს უნდა "გამოფხიზლდნენ" და ზეწოლის განხორციელება უნდა დაიწყონ პუტინზე, რათა მისგან მიაღწიონ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას.

ზელენსკი არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს "პუტინის გარემოცვაში" და საიდან აქვს ინფორმაცია, რომ ამ პირებს ომის დასრულება სურთ. რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირებიდან საჯაროდ არავინ გამოსულა ომის დასრულების მოწოდებით, კრემლის პირობების დაკმაყოფილების გარეშე.

სრულად წაკითხვა