“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

14 hours ago 2

ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს” – მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს.

სინამდვილეში ზელენსკის ნაბიჯი ძალის პოზიციიდანაა გადადგმული – ძალის საჩვენებელი ჟესტია.

ერევნის სამიტი რუსეთის დასუსტების კაშკაშა სიმბოლოა – თავისუფალი სამყარო, ერთ დროს, “რუსეთის ვასალის ტერიტორიაზე”!

ზელენსკიმ დიდებულად იცის რას ნიშნავს რუსეთის დასუსტება და ძალთა ბალანსის შეცვლა ივანიშვილისთვის – იცის რომ ივანიშვილს მანევრი შეეზღუდა.

ისიც დიდებულად იცის, რომ ივანიშვილი მოწყვლადია და ახალი ძალთა ბალანსის პირობებში დასავლეთთან ნორმალიზაცია სჭირდება.

ერევნის სცენით, ზელენსკიმ პუტინს აჩვენა რომ მის ვასალს ელაპარაკება მისი ყოფილი მოკავშირის დედაქალაქში, უკრაინის მეგობრების, თავისუფალი და ძლიერი სამყაროს გარემოცვაში.

ისეთივე ჟესტია, როგორც ზელენსკის გაცემული ნებართვა აღლუმის ჩატარებაზე მოსკოვში 9 მაისს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა