,,ვფიქრობ, ოპო სპექტრის უმრავლესობას საერთოდ არ ჯერა ახლა ქართული ოცნების დამარცხების“ – ირაკლი მელაშვილი

1 week ago 5

39

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:

,,ის რაც გუშინ აქციაზე მოხდა, ვგულისხმობ გეგელიას ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას, ზოგადად, საერთოდ რაც ხდება ბოლო პერიოდში ოპოზიცურ პარტიებში, ამას არაფერი აქვს საერთო ბიძინას ხელისუფლების შეცვლისათვის ბრძოლასთან.

პირიქით, მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ოპო სპექტრის უმრავლესობას საერთოდ არ ჯერა ახლა ქართული ოცნების დამარცხების და ამ ეტაპზე გადასულია შიგნით, კონკურენტი ოპოზიცურ პარტიების განადგურებაზე, იმ ილუზიით, რომ თუ იგივე „ლელოს“ ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასეთი მორალური ტერორით მოსპობენ, ამ პარტიების მომხრეებს სხვა გზა აღარ დარჩებათ და ისევ „ნაცმოძრაობის“ და მის ორბიტაზე მოტრიალე პარტიების მხარდამჭერები გახდებიან.

ეს არის დიდი ილუზია, რომელიც რეჟიმს მხოლოდ ახანგრძლივებს, რადგანაც „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრად ინდეფერენტულს გახდის, ან საერთოდ ჩამოაშორებს იმ ადამიანებს, ვინც ოპო პარტიებს შორის ამ ფორმით წარმართულ შიდა დაპირისპირების პროცესს აღიქვამს იმის დადასტურებად, რომ დღეს არსებული ოპოზიციის გამარჯვება ქვეყანაში თავისუფლებას კი არა ახალ დიქტატურას მოიტანს, სადაც განსხვავებული აზრის მიმართ ისეთი, ან უარესი დამოკიდებულება იქნება, რაც ამ ხელისუფლებას აქვს.

მოკლედ, ჩემი აზრით, ამ ზიზღით და სიძულვილით ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების გაერთიანება და გაძლიერება კი არა, მისი გახლეჩვა და დაყოფა ხდება, რაც ჯამურად ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტებას იწვევს და ცალსახად ხელისუფლების ინტერესებშია. კარგი იქნება, თუ ამას პირველ რიგში ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები მიხვდებიან.”

სრულად წაკითხვა