ვულკანი „ეტნა“ ამოიფრქვა – გავრცელდა კადრები, როგორ გარბიან ტურისტები (ვიდეო)

2 months ago 12

სიცილიაში ვულკან „ეტნიდან“ ფერფლის უზარმაზარი სვეტი ამოიფრქვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA .

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (IGNV) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 3:50 საათზე დაიწყო ვულკანური ბიძგების შემდეგ, რომლებიც შუაღამისას დაიწყო.

ვულკანური ფერფლის, გაზისა და გავარვარებული ქანების უზარმაზარი სვეტის სიმაღლემ 6,5 კილომეტრს მიაღწია. პიროკლასტური ნაკადის ზვავური პროცესი არ გასცდენია ე. წ. ლომის ველს, რომელიც ვულკანის ფერდობებზე მდებარეობს.

მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები გაქცევით შველიან თავს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

A powerful eruption of Mount Etna sent tourists running as a huge ash plume rose into the sky on Monday. pic.twitter.com/U7dJTUoKO7

— AccuWeather (@accuweather) June 2, 2025


ვულკანის ამოფრქვევის მასშტაბიდან გამომდინარე, მის მიერ გამოშვებული კვამლის ღრუბლის ნახვა ახლომდებარე ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შეეძლოთ.

ტულუზაში ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრმა ავიაციისთვის წითელი განგაშის დონე გამოაცხადა, თუმცა ის მალევე გაუქმდა.

კატანიის მერმა Corriere della Sera-ს განუცხადა, რომ „ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და კონტროლის ქვეშაა“.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა