“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

22 hours ago 7

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ მკაცრი განცხადება გააკეთა:

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან, არამედ სურს, რომ ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართოს შეხვედრა, რათა შესაძლო გზები განიხილონ სისხლისღვრის დასასრულებლად. უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ამაზე. ამით მაინც გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და თუ არაა შესაძლებელი, ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ს ექნებათ სრული სურათი იმისა, სად ვდგავართ და შევძლებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას“.

„მეეჭვება, რომ უკრაინა მიაღწევს შეთანხმებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად არის გართული მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით — გამარჯვების, რომელიც საერთოდაც ვერ იქნებოდა შესაძლებელი (თუნდაც მიახლოებითაც კი !), ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, ახლავე!!!”, – წერს დონალდ ტრამპი. 

სრულად წაკითხვა