33
სტუდია “მონიტორი“ თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს – საუბარია A.K. ჯგუფის საქმეზე.
გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, როგორც აღმოჩნდა, სქემის მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც შარშან საქმე აღიძრა და მათი ქონება დაყადაღდა, საქმიანობას აგრძელებენ და კიდევ უფრო მდიდრულად ცხოვრობენ.
“მონიტორის“ ინფორმაციით, ჟურნალისტები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ჯგუფის წევრების გადაადგილებას.
საგამოძიებო ფილმის მიხედვით, ახალი ოფისი დიღომში, მირიან მეფის 68 ნომერში მდებარეობს. ამავე მისამართზე დააფიქსირეს და ამოიცნეს ადამიანები, რომლებიც შარშან ქავთარაძისა და შარტავას ქუჩის ოფისებში ჰყავდათ ნანახი.
A.K. ჯგუფის ლიდერად აკაკი ქევხიშვილი სახელდება, ამოიცნეს რუსულენოვანი აგენტი ანჟელიკა ჩხაპელია და მერი შოთაძეც, ჯგუფის დირექტორი. საგამოძიებო ფილმის მიხედვით, ქევხიშვილი დაცვის თანხლებით, რამდენიმე ძვირადღირებული მანქანით გადაადგილდება.
“მონიტორი” წერს:
გახსოვთ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. ჯგუფის გაშიფრული აგენტები? ადამიანები, რომლებმაც 2022-2025 წლებში 6100-ზე მეტი მოქალაქე გაძარცვეს და 35 მილიონი დოლარი მიითვისეს.
გაინტერესებთ, სად არიან და რას აკეთებენ ისინი ახლა?
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მათი ქონება დაყადაღებულია, თაღლითური სქემის მონაწილეები ახლა კიდევ უფრო ძვირფასი ავტომობილებით გადაადგილდებიან.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·