“ანაფორაში მოსიარულეებს, საკუთარი ბოროტებისთვის, სამაგიეროს ღმერთი გადაუხდის” – ინგა გრიგოლია

1 hour ago 3

20

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:

ანგელოზივით გოგო გარდაიცვალა და ეს რა ჯოჯოხეთი მოუწყეს დედამიწაზე მის ოჯახს, ეკლესიაში არ დავასვენებთო..იმის ნაცვლად,რომ ტკივილი შეუმსუბუქონ და ანუგეშონ, ეს რა ჯოჯოხეთი მოუწყეს.
რას განიხილავენ, რა სიგიჟეებს ვკითხულობ..
არ მჯერა, რომ ანგელოზივით გოგოს გარდაცვალებაზე ასეთ სისასტიკეს ვუყურებთ და თანაც ვისგან? სუსის ფაილების ფიგურანტებისგან.
დამანგრია ამ ამბავმა, რაც გარდაცვლილი გოგოს და მისი ოჯახის თავს დატრიალდა.
რას არკვევთ თქვენ, ,,უფრთო ანგელოზებო,,  გასარკვევი და განსახილველი ისაა, ღმერთის სახელით რომ აუწონავ სისასტიკეს ვუყურებთ და ამ სისატიკით კიდევ უფრო განადგურებულ ოჯახს!
ვიზიარებ ლანას ოჯახის და მეგობრების მწუხარებას.
მშვიდად განისვენე, საყვარელო, ლამაზო გოგო, ანაფორაში მოსიარულეებს კი, დარწმუნებული ვარ, საკუთარი ბოროტებისთვის, არაემპათიურობისთვის, არაადამიანობისთვის სამაგიეროს ღმერთი გადაუხდის -ასეთია სამყაროს კანონზომიერება.
ხოდა, ღმერთის არ გეშინიათ , ვინც ზედ კიდევ აპრავებთ ამ უბედურებას?!…
ეს რას ვკითხულობთ.. ეს რას ვხედავთ.. ეს სად ვართ…

სრულად წაკითხვა