ესპანეთმა სამხედროები გაგზავნა ანკლავ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო

13 hours ago 8

ესპანეთის მთავრობამ სამხედროები გაგზავნა თავის ნახევარანკლავში, მაროკოსთან მოსაზღვრე ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, სადაც მწვავე კრიზისი გამოიწვია მაროკოს ტერიტორიიდან მიგრანტების მასობრივმა გადასვლამ.

ბოლო დღეებში ხმელეთით და ზღვით მაროკოდან ათასობით მიგრანტი გადავიდა. ზღვის გადაცურვის მცდელობისას ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის ავტონომიური ქალაქის მეთაურმა ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა, რომ სეუტაში სერიოზული მიგრაციული კრიზისია, მიგრანტების მიმღებ ცენტრებში ადგილი აღარ არის და საჭიროა დაუყოვნებლივი და კოორდინირებული რეაგირება.

ესპანური გამოცემა El País-ის ცნობით, 30-დან 31 ივლისის ღამე სუეტის პარკებსა და ქუჩებში გათენა ასეულობით მიგრანტმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში ჩავიდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებული მოქმედებისთვის. მადრიდმა მაროკოსთან საზღვრის დასაცავად და ქალაქში წესრიგის უზრუნველსაყოფად გაგზავნა ესპანეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ესპანეთის არმიის სამხედროები სეუტაში. 2026 წლის 31 ივლისი

ესპანეთის არმიის სამხედროები სეუტაში. 2026 წლის 31 ივლისი

მაროკო სატრანზიტო ქვეყანაა აფრიკიდან ევროპაში მიგრაციისთვის, სეუტა კი დასავლეთ ევროპაში მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტია.

სააგენტო AFP წერს, რომ მიგრანტების ამჟამინდელი ნაკადი ყველაზე მასშტაბურია 2021 წლიდან, როცა სეუტის საზღვრის გარღვევას 10 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა.

სრულად წაკითხვა