ეს არის ერთადერთი იღბლიანი მგზავრი, რომელიც ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა – დაიღუპა 240 ადამიანი

1 month ago 8

წაკითხვა: 2

ეს არის ერთადერთი მგზავრი, რომელიც ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა.  დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით კი ინდოელი, ვიშმაშკუმარ რამეში, ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელმაც აფრენიდან 30 წამში კატასტროფა განიცადა და შენობას შეეჯახა.

ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის. 48 ადამიანი კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დასახლებაში დაიღუპა.

Air India-ს თვითმფრინავი ბრიტანეთში მიფრინავდა. ეს Boeing 787-8 Dreamliner-ის პირველი შემთხვევაა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მწუხარება გამოთქვა აჰმედაბადში ტრაგიკული შემთხვევის გამო, დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა