ერთი ადამიანი დააკავეს სასამართლოს ეზოში სხვიტარიძის საქმის გამომძიებლის დაკითხვის შემდეგ

3 months ago 15

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავა, სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით. მისი დაკავების მიზეზი უცნობია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 აპრილს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეზე გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი დაკითხეს. მას თან ახლდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც ჟურნალისტებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას გახმაურებული საქმის გამომძიებლისთვის კითხვები დაესვათ.

დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. ისმოდა შეძახილები - „მონა“.

ამ დროს სასამართლოს ეზოში ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული. გამომძიებლის ეზოში გამოსვლის შემდეგ, ხალხმა, რომლებიც მას მონას ეძახდნენ, სასამართლოს შენობა დატოვეს.

სწორედ ამ დროს დააკავეს გიორგი ჩხეიძე, რომელიც არის პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ოკმელაშვილის სიძე.

ხმაური იყო სხვიტარიძის საქმის განხილვის დაწყების დროსაც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციელების სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა