2020 წლის გაზაფხულში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შვილის საქმეზე ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ისინი დღეს, 19 აგვისტოს პროკურატურასთან შეიკრიბნენ - მასთან მივიდა არასრულწლოვანების ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
„კეთილი ინებონ დადონ გამოძიება, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა... კომპრომანტების გამო არ არის ჩემი შვილი...“ - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა და შვილის გარდაცვალება ყოფილ მაღალჩინოსნებს, სუსის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა გიგა ავალიანის დედამ.
„რამდენი წუთის წინ გავიგე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მოვაშურე მათ. მე მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი ყოველთვის ვიქნები მე...“ - თქვა ეკა კუპატაძემ.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები