ევროკომისიამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-17-ე პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც შავ სიას დაემატებიან ფიზიკური პირები და ასზე მეტი გემი, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან არიან დაკავშირებულნი. ამის შესახებ „როიტერსს“ ევროკავშირის დიპლომატებმა განუცხადეს.
ამას წინადადების მიხედვით, სანქციებიდან გამონაკლისი სავარაუდოდ ივნისამდე გაუგრძელდება გაზის პროექტ „სახალინ-2-ს“, რადგან ის იაპონიისთვისაა მნიშვნელოვანი.
ევროკომისიამ ეს პროექტი მოსალოდნელზე ადრე ჩამოაყალიბდა და, „როიტერსის“ წყაროების შეფასებით, ის შედარებით „მარტივი“ იქნება. სანქციების პაკეტი წინასწარ არ შეუთანხმებიათ წევრ სახელმწიფოებთან, არადა ადრე აქამდე რუსეთის წინაღმდეგ მისაღები პროექტს მათ არაფორმალურად აცნობდნენ ხოლმე.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნები სწრაფად შეთანხმდებიან წინადადებაზე, პირველი განხილვები კი ოთხშაბათს გაიმართება.