ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი

1 week ago 28

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი შეთანხმდა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის ამოქმედებაზე.

ახალი სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან საბოლოოდ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, სანქციები შეეხება კიდევ 32 რუსულ ბანკს, კრიპტოვალუტის კომპანიებს და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებს. ერთი წლით გაგრძელდება რუსული ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარი. სანქციები გავრცელდება გემებზე, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეხმარებიან. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე რუსებისთვის ევროკავშირში ჩასვლის ასაკრძალად.

სააგენტო Reuters-ის წყაროთა ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს გამონაკლისს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში. ამის აკრძალვას საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდა და გამონაკლისის დაშვების შემდეგ დასთანხმდა სანქციების 21-ე პაკეტის მიღებას.

სრულად წაკითხვა