დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის საწყობებზე პეტერბურგსა და ანექსირებულ სიმფეროპოლში

1 week ago 30

უკრაინა განაგრძობს რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე შეტევას.

24 ივლისს დარტყმა იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ორ რაიონში(შუშარა და უტკინა ზავოდი) მდებარე ლოგისტიკურ კომპლექსებზე.

კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ორივე კომპლექსის მუშაობა შეჩერებულია, თუმცა დრონებით შეტევა არ უხსენებია.

ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდ ბეგლოვმა დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე" და მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია. ბეგლოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში არ არის დასახელებული კონკრეტული ობიექტები.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, მისი ინფორმაციით, ასახულია პეტერბურგის შუშარის რაიონში მდებარე საწყობებზე შეტევით გამოწვეული ხანძრების ძლიერი კვამლი.

გასულ ღამით Wildberries-ის ცენტრზე დრონებით შეტევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც, ქალაქ სიმფეროპოლში. ამის შესახებ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ რუსული და უკრაინული გამოცემები.

თავად კომპანიას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში დრონებით შეტევა არ უხსენებია, თუმცა ევაკუაციის ფაქტი დაადასტურა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, ხოლო 22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

სრულად წაკითხვა