დონალდ ტრამპი უცხოურ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებას აპირებს

5 days ago 9

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს, როგორც ის წერს თავის სოციალურ ქსელში Truth Social, ამის შესახებ, მან დაუყოვნებლივ მოუწოდა ვაჭრობის დეპარტამენტს.

“ამერიკაში კინოინდუსტრია სწრაფი სიკვდილით კვდება, სხვა ქვეყნები ყველა შესაძლო სტიმულს სთავაზობენ, რათა მიიზიდონ ჩვენი რეჟისორები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან, ჰოლივუდი და აშშ-ის სხვა რაიონები იცლება, ეს სხვა ქვეყნების შეთანხმებული ძალისხმევაა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ყველაფერ დანარჩენთან ერთად ეს პროპაგანდაა! შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს ვანიჭებ უფლებამოსილებას, დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნებში წარმოებულ ნებისმიერ ფილმზე 100%-იანი ტარიფების დაწესების პროცესი. ჩვენ ისევ ამერიკაში წარმოებული ფილმები გვინდა!" - წერს ტრამპი.

ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში არსებული ყველა ქვეყნის მიმართ დაწესდა 10%-იანი ტარიფები, 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართ კი, რომლებიც აშშ-ის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ "საპასუხო" ტარიფები შემოიღო.

მოგვიანებით, ტრამპმა ამ ტარიფების ამოქმედება, ჩინეთის გარდა ყველა ქვეყნისთვის 90 დღის ვადით შეაჩერა.

ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ეფექტიანი მაჩვენებელი 145%-ია ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთს თავიდან ყველაზე მაღალი განაკვეთი - 104% დაუწესდა, რომელიც ერთი დღის შემდეგ 125%-მდე გაზარდა.

სრულად წაკითხვა