27 ივლისს რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. დანგრეული და დაზიანებულია სახლები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფედოროვის ცნობით, მართვადმა საავიაციო ბომბმა ქალაქ ზაპოროჟიეში კერძო სახლი დაანგრია. დაიღუპა 67 წლის კაცი. მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 22 წლის ბიჭი. დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. დაიჭრა ორი ადამიანი - შუა ხნის ქალი და მამაკაცი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მუშაობა დაასრულა ქალაქ ჩერნიგოვში, სადაც 26 ივლისს საღამოს რუსული დრონებით შეტევისას დარტყმა იყო სავაჭრო ცენტრზე. შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგო და დაშავდა 25.
27 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთზეც. როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, ქალაქ დონის როსტოვში დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. გუბერნატორის თანახმად, დაშავებულებს შორისაა მოზარდი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა კერძო საწარმოსა და საწყობების ტერიტორიებზე და რამდენიმე კერძო სახლში. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ინფორმაციით, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი როსტოვის საზღვაო სავაჭრო პორტიდან 1,5 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევა სწორედ პორტზე იყო.

4 days ago
30







English (US) ·
Georgian (GE) ·