ქეთი ეგიდუნაშვილი გავრცელებულ ჭორებსა და ფოტოებს “პრაიმ ტაიმთან” მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, ინტერნეტში განთავსებული ფოტოები, სადაც სხვადასხვა მამაკაცთან ერთად არის აღბეჭდილი, მხოლოდ მისი მეგობრები არიან და მათთან არანაირი ყოფილი მეუღლის კავშირი არ აქვს.
“ნებისმიერი ადამიანი, ჩამოვიდეს ჩემს თელავში და გაიკითხოს, დაკითხონ სასულიერო პირები და ისინი ეტყვიან, თუ როგორი ადამიანი ვარ.
ის სურათები რაც ვრცელდებოდა, არიან ჩემი მეგობრები. ასეთ ბოროტ და მასხარა ადამიანებს მივმართავ, რომ ცოტა გონს მოვიდნენ, რადგან ცუდი შედეგი არ მიიღონ. მე უფრო მეტი გამომწერი და კეთილი ადამიანი მყავს და უფრო იზრდება ჩემზე მოთხოვნა, ვიდრე იქამდე იყო.”, – ამბობს ქეთი ეგიდუნაშვილი.