წაკითხვა: 1
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ასევე, დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცავებმა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:,,მეთადონი”, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ „კანაფი“ და სხვა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2026 წლის წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·