მსოფლიოს 2025 წლის ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია სულ რაღაც ორ დღეში, 22 სექტემბერს ექნება.
ბოლო თვეებში ბევრს მსჯელობდნენ იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ლამინ იამალი უსმან დემბელეს გადასწრებას და ჯილდოს მოპოვებას, უკანასკნელი კოეფიციენტებით კი, პრაქტიკულად ყველაფერი გაირკვა.
დემბელეს ოქროს ბურთის აღებაზე 1.14 კოეფიციენტი აქვს, მაშინ როცა იამალს 5.0 აქვს მინიჭებული. ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემები 99%-ით მართლდება ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროს ბურთის ახალი მფლობელი, უდიდესი ალბათობით, სწორედ უსმან დემბელე უნდა გახდეს.
სხვათა შორის, იმაზეც იწერება, რომ დემბელემ ამის შესახებ უკვე იცის და გუნდელებს აცნობა კიდეც!