WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Minibus from Gomi Mountains road incident. Photo: Screen grab from TV Pirveli.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბელარუსის ოთხი მოქალაქე დაიღუპა, 17 პირი კი დაშავდა. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 13 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და რომელმაც ავარიის დროს მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა, ქობულეთის საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

This post is also available in: English