გერმანიამ საქართველოში ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დანიშნა, რომელიც ამ პოსტზე პიტერ ფიშერს შეცვლის. ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ამოეწურა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ბარბარა ფოსი 2023 წლიდან ინდოეთში, კალკუტაში გერმანიის გენერალურ კონსულად მსახურობდა.
„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – იტყობინება გერმანიის საელჩო თბილისში ბარბარა ფოსის სიტყვებზე დაყრდნობით.
ინდოეთში მისიამდე (2023-2026), დიპლომატი 2019-2023 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2015-2019 წლებში – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის თანამშრომელი.
უფრო ადრე, 2012-2015 წლებში, იგი ისლამაბადში გერმანიის საელჩოში ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსად, ხოლო 2009-2012 წლებში ისრაელში გერმანიის საელჩოს კონსულად მუშაობდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები