,, გმადლობთ ყურადღებისთვის, ქალბატონიო თეა, მაგრამ “ამას არ ვიმსახურებდი, სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ. რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?” – ვალერი გელაშვილი

4 days ago 7

2

გმად­ლობთ ყუ­რა­დღე­ბის­თვის ქალ­ბა­ტო­ნიო თეა, მაგ­რამ ამას მე არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. ეს არის ჩემი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯა­რი­მის გამო რომ კი­დევ ქო­ნე­ბა მი­მა­ტა­ნი­ნა ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ჯა­რი­მა არ მე­კუთ­ვნო­და! რის გამო ვიბ­რძო­ლე 2012 წელს? – ასე მი­მარ­თა ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, თეა წუ­ლუ­კი­ანს და მა­გი­და­ზე ის სა­ჩივ­რე­ბი და­უ­დო, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­ი­ტა­ნა და ეხე­ბა მის სა­და­ვო საქ­მე­ებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გე­ლაშ­ვილ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მისი გა­მო­კი­თხვა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და კო­მი­სი­ის სხდო­მას ტო­ვებ­და, თუმ­ცა სწო­რედ გას­ვლის დროს რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით გა­ნა­ცხა­და, რომ “ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და“. თა­ვის მხრივ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გე­ლაშ­ვილს მი­უ­თი­თა, და­ე­კონ­კრე­ტე­ბი­ნა, თუ რის შე­სა­ხებ იყო ეს სა­ჩივ­რე­ბი.

“ეს რა არის? დაბ­რძან­დით, ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი. ჩვენ ხომ აქ მშვი­დო­ბი­ა­ნად ვსა­უბ­რობ­დით“, – აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

ამის შემ­დგომ, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, თუ რას ეხე­ბო­და იმ სა­ჩივ­რე­ბის ში­ნა­არ­სი, რა­ზეც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს და წევ­რებს უთხრა, რომ “ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და“. გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის სა­ჩივ­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნა, ითხოვს სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას, თუმ­ცა საქ­მე­ე­ბი დღემ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

“[ვგუ­ლის­ხმობ სა­ჩივ­რებს] გემთმშე­ნებ­ლო­ბის ნა­წილ­ში და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯა­რი­მის გამო რომ კი­დევ ქო­ნე­ბა მი­მა­ტა­ნი­ნა ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ეს ჯა­რი­მა არ მე­კუთ­ვნო­და“, – გა­ნა­ცხა­და გე­ლაშ­ვილ­მა, რა დრო­საც წუ­ლუ­კი­ან­მა ჰკი­თხა, გა­ა­სა­ჩივ­რა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რა­ზეც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: “სა­კუ­თარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვუ­ჩივ­ლო? რის გამო ვიბ­რძო­ლე 2012 წელს?“

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი შე­ახ­სე­ნა გე­ლაშ­ვილს, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზე მას ორი ინ­სტან­ცია უკვე მო­გე­ბუ­ლი აქვს, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვერ მო­ი­გებ­და.

“რა­ტომ? სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯა­რი­მას თუ გა­ა­სა­ჩივ­რებ­დით, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რა შუ­ა­შია? ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ჯა­რი­მა გა­გი­ნა­ხევ­რათ, 2 მი­ლი­ო­ნი გა­პა­ტი­ათ. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ინ­სტან­ცია მო­გი­გი­ათ და ელო­დე­ბით უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ალ­ბათ, სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ამ ორ ინ­სტან­ცი­ას ვერ მო­ი­გებ­დით. ჰო, ცო­ცხლე­ბი თუ ვიქ­ნე­ბო­დით, ესეც სა­კი­თხა­ვია სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ აქ ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ტომ, ამის­თვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბა, რომ ჩვენ ვართ ცო­ცხლე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

თა­ვის მხრივ, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე წა­სუ­ლი ის­ტო­რი­აა. წუ­ლუ­კი­ა­ნი გე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას, ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“წა­სუ­ლი ის­ტო­რია არ არის. მე არ ვიცი, ეს რო­გორ ჩანს ვილ­ნი­უ­სი­დან, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლას გვა­სან­ქცი­რებს და სან­ქცი­ე­ბის ქვეშ გვამ­ყო­ფებს. ჩვენც არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით ამას, თქვე­ნი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფოს­გან. ეს რო­გორ ჩანს იქი­დან, არ ვიცი, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი წა­სუ­ლი არ­სად არ არის, ის ცდი­ლობს დაბ­რუ­ნე­ბას. ამი­ტომ, ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმი­სათ­ვის, რომ ეს არ მოხ­დეს.

და­ნარ­ჩე­ნი გა­სა­გე­ბია. ამ სხდო­მას პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ე­ბიც უს­მე­ნენ და იმე­დი მაქვს, რომ თქვე­ნი სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბიც დამ­თავ­რდე­ბა ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით, რო­გორც, ხაზს ვუს­ვამ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ძია თქვენ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე და და­ი­სა­ჯნენ ის პი­რე­ბი, ვინც იყ­ვნენ დამ­კვე­თე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ესეც უნდა აღი­ნიშ­ნოს ხმა­მაღ­ლა. რომ არა ეს, დღეს ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი დად­გე­ნი­ლიც კი არ იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ, მად­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და იმ საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლი გაქვთ, იმე­დი მაქვს, რომ მალე დად­გე­ბა ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც თქვენ მოგ­წონთ. მად­ლო­ბა მობ­რძა­ნე­ბის­თვის, ახლა უკვე ნახ­ვამ­დის! “- უპა­სუ­ხა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს და მო­სას­ვლე­ლი და მოწ­ვე­უ­ლი პი­რე­ბის­თვის გან­მარ­ტა, რომ “აქ, კო­მი­სია წყვეტს, ვინ, რო­დის და­ტო­ვებს დარ­ბაზს!“ (ამბები.ჯი)

სრულად წაკითხვა