,,გილოცავ შვილო, მეორედ დაბადებას…” – ცნობილი ხდება მტკვარში გადავარდნილი მანქანიდან ერთადერთი გადარჩენილის ვინაობა

3 hours ago 2

ზუგდიდის ერთ-ერთი კერძო სკოლა „ღურწკაიას გიმნაზია – ჯიჯი“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 მაისს მტკვარში ჩავარდნილი მგზავრებიდან ერთადერთ გადარჩენილზე წერს.

როგორც ირკვევა იგი გიორგი თოლორაიაა და სწორედ აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა. კერძო სკოლა დაღუპულის ახლობლებსაც უსამძიმრებს და მწუხარებას გამოთქვამს:

„ჩვენს უსაყვარლეს კურსდამთავრებულს, გიორგი თოლორაიას, ვულოცავთ გადარჩენას. აქვე, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო“, – წერს გიმნაზია „ჯიჯი“ პოსტზე.

აღნიშნულ პოსტს საზოგადოების გამოხმაურებაც მოჰყვა:

„გილოცავ შვილო ვისიც ხარ,ბედნიერი იყავი. ეს ბედისწერა იყო ალბათ და გადარჩა იღბლიანი. იხაროს შენმა მშობლებმა“,

„დიდება უფალს გიორგის გადარჩენისთვის, ღმერთმა ანუგეშოს და გამძლეობა მისცეს დაღუპულის ოჯახებს ამ სასტიკი ტკივილის ჟამს“,

„წმინდა გიორგი ფარავდეს მუდამ სასწაულად გადარჩენილ  ჭაბუკს… გაძლების ძალა დაღუპულთა ოჯახებს“,

„გილოცავ გიო მეორედ დაბადებას. ამავე დროს გითანაგრძნობ მეგობრების ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლას ღმერთმა ნათელში ამყოფოს უტა და გიორგის უმანკო სულები“, – წერენ კომენტარებში.

წყარო: digest.ge

სრულად წაკითხვა