“გიგი უგულავა, შენ შეგიძლია ერთი სიკეთე გააკეთო”– მერაბ მეტრეველი

3 weeks ago 10

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ხშირად მხვდება მოსაზრება, რომ, რადგან 2024 ის არჩევნებზე ოპოზიციამ თბილისში მეტი ხმა აიღო, ვიდრე “ოცნებამ” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილონას აზრი აქვს, რამეთუ თბილისის მერი შეგიძლია წაართვაა ხელისუფლებას და ეს დიდი გამარჯვება იქმებაო,

სრული ილუზიაა ეს, მეგობრებო

ამ ვითარებაში ვერსად ვერ შეუქმნი ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას, მათ შორის ვერც თბილისში.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ:

მიშას დროსაც ყველა არჩევნებზე (საპრეზიდენტო, საპარლამენტო) ოპოზიცია თბილისს იგებდა, თბილისი ოპოზოციურ ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ მოვიდა ადგილობრივი არჩევნები 2010 წელს და უგულავამ 54 პროცენტი აიღო. მეორე ტურიც კი არ დაჭირდა, არადა თავიდან ნაცებიც შეშინებულები იყვნენ და კანონში პირველი ტურის ბარიერად 40 პროცენტი ჩაწერეს და არა 50 პრპცენტი, როგორც ეს ყველა ქვეყანაშია. იმედი არ ქონდათ, რომ უგულავა 50 პრპცენტს აიღებდა, მაგრამ 54 აიღო.

როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა მანიპულაციის ბერკეტი და დიდი ფული, იქ მოგიგებს, სადაც დაჭირდება.

გიგი უგულავა, შენ შეგიძლია ერთი სიკეთე გააკეთო: გამოხვიდე და გულწრფელად მოუყვე, რა მანქანებით შეუძლია ხელისუფლებას 54 პროცენტის აღება იმ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციურადაა განწყობილი, რათა ზოგიერთებს ილუზიები გაუქრეს.

სრულად წაკითხვა