“ტოტალური რყევა და წმენდაა “ქართული ოცნების“ შიგნით“-რას ამბობს ნიკა გვარამია?

4 hours ago 3

,,ახალის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ,,რეაქციაში” განაცხადა:

,,ავტოკრატია, დიქტატურა უნდა დაემხოს. ესე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ ადამიანებს საშუალება კანონიერი გზით შეცვალონ ხელისუფლება. პირდაპირ ვამბობს, რაზედაც არ უნდა ილაპარაკოს ივანიშვილმა, ყველა ქვეყანა, რომლის აღიარებაც დასჭირდება იმ ხალხს, ვინც შეცვლის ხელისუფლებას, უკვე დაუჭირა მხარი ამ ვითარებას.

ხელისუფლება სუსტდება, მას აქვს ეკონომიკური პრობლემები, უჭირს ფინანსურად, უჭირს რეგიონებშიც, მისი შერყევა კიდევ უფრო დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩაერთვებიან. ბოიკოტი შიგნით და სანქციები გარეთ ამ ხელისუფლებას ასუსტებს და ეს წერილიც მაგის პასუხია, მეგობარი აქტი მაგის პასუხია, ეკონომიკური რყევები ამ მთავრობის მხრიდან ამ მთავრობის პირობებში ამის პასუხია და რაც მთავარია, ამის პასუხია ის, რომ ამ ყველაფერს განვითარების ხაზი აქვს. ტოტალური რყევა და წმენდაა “ქართული ოცნების“ შიგნით. ოლიგარქიას თუ რამე არყევს, ეს არის, პირველ რიგში შიდა რყევები, თუ ის მონოლითური არ არის, ვერ დგას ფეხზე და დიახ, წაქცევა ხელისუფლების, მისი დამხობაა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

…MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე- მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია…”

სრულად წაკითხვა