გერმანიის კანცლერის ასარჩევად მეორე კენჭისყრა რამდენიმე საათში ჩატარდება

3 days ago 14

გერმანიის ბუნდესტაგი სამშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდებიან აპირებენ ახალი კანცლერის არჩევას, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა და პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ელოდნენ, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერი მერცი იოლად შეძლებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მეათე კანცლერის პოსტის დაკავებას. ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ მოიპოვა გამარჯვება.

ფარული კენჭისყრით, მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

DU/CSU ბლოკს, რომლის ლიდერიცაა მერცი ("ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" და "ქრისტიან-სოციალისტური პარტია") და მასთან კოალიციაში შემავალ სოციალ-დემოკრატებს (SPD) ბუნდესტაგში უმრავლესობა აქვთ - 328 მანდატით.

კენჭისყრის შედეგები მოწმობს, რომ მომავალ მმართველ კოალიციაში შემავალმა ზოგმა წევრმა მერცს მხარი არ დაუჭირა და მის წინააღმდეგაც კი მისცა ხმა.

თეორიულად, პარლამენტის ქვედა პალატას — ბუნდესტაგს — 14 დღე აქვს კანდიდატის ასარჩევად. მერცს შეუძლია განმეორებით კენჭი იყაროს, თუმცა სხვა კანონმდებლებსაც შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. არ არის შეზღუდული, თუ რამდენი კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ამ ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში.

თუ მერცი ან სხვა კანდიდატი ამ 14 დღის განმავლობაში ამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, კონსტიტუცია პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, კანცლერად დანიშნოს ყველაზე მეტი ხმების მქონე კანდიდატი, ან დაითხოვოს ბუნდესტაგი და ჩაატაროს ახალი ეროვნული არჩევნები.

სრულად წაკითხვა